ოკუპირებულ აფხაზეთში მიწისძვრა მოხდა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, აფხაზეთში სულ სამი ბიძგი იგრძნობოდა, რომელთაგან ორი კოდორის ხეობის ზემო ნაწილში მოხდა.
ეკოლოგიისა და ბუნებათსარგებლობის კომიტეტს ხელმძღვანელი რომან დბარი აცხადებს, რომ ყველაზე ძლიერი ბიძგი 5 ბალის სიმძლავრის იყო. მისივე თქმით, იმის გამო, რომ აფხაზეთში მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი დაუსახლებელ ადგილზე იყო, მას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.