ოსურმა მხარემ ქართველ ძალოვნებს ორი პატიმარი გადასცა. მოლაპარაკებების შედეგად, ამირან ჯეირანაშვილი და ლევან შუბითიძე ცხინვალიდან დღეს დილით გაათავისუფლეს. ორივე მათგანი ქარელის რაიონის სოფელ ჭვრინისის მკვიდრია. ისინი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით იყვნენ დაკავებულები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო პოლიცია იუწყება, რომ ხვალ ოსური მხარე კიდევ ორ დაკავებულს - ანა გიფოლაევასა და ირა ხუბაევას გაათავისუფლებს.
დღეს დაკავებული, კირბალელი, 18 წლის უშანგი დოთიაშვილის გათავისუფლება კი ზეგ იგეგმება.
ცხინვალელ სამართალდამცველებთან მოლაპარაკებში შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის გარდა შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენის ხელმძღვანელობა მონაწილეობდა.
მასალის გამოყენების პირობები