ოკუპირებული აფხაზეთიდან სოჭის ოლიმპური მშენებლობისათვის ინტერტულ-სამშენებლო მასალების გატანა ახალი ძალებით განახლდა. გადაზიდვა ხორციელდება მარშრუტით სადგური დრანდა (აფხაზეთი) - სადგური ვესიოლოე (რუსეთი).
გადაზიდვას ღია სააქციო საზოგადოება "ფედერალური გადამზიდავი კომპანია" ახორციელებს. აღნიშნული კომპანიის როსტოვის ფილიალის დირექტორი ალექსანდრე ტიტოვიჩი აცხადებს, რომ აფხაზეთიდან გადის: ქვისა-ხრეში და სხვა მასალები სოჭის ოლიმპიური ობიექტების მშენებლობისათვის. მისივე თქმით, ოფიციალურად აფხაზეთიდან ყოველთვიულად 20 ტონა მასალის გატანა იგეგმება.