რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მიერ მილიციის 17 გენერლის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებას სკანდალი მოჰყვა.
გათავისუფლებულთა შორის არიან მინისტრის ორი მოადგილე, რვა რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი და სხვა მაღალჩინოსნები.
რუსული მედიის ინფორმაციით, გენერლების დათხოვნის მიზეზი, სავარაუდოდ, მათი მუშაობის დაბალი მაჩვენებელი და ბოლო დრო მომხდარი გახმაურებული ინციდენტებია, რომლებშიც მილიციელები ფიგურირებდნენ.
გათავისუფლებულთა ადგილებზე ახალი კადრების დანიშვნის ბრძანებას კი პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა.
შს სამინისროს რეფორმირების გადაწყვეტილებაზე მედვედევმა უწყების კოლეგიის სხდომაზე ისაუბრა.
"შს სამინისტროს ყველა რანგის თანამშრომელთა პასუხისმგებლობა უნდა გაიზარდოს. მე გთავაზობთ, რომ დანაშაულის ჩადენის გამო პასუხისგებაში მიცემული მილიციელები უფრო მკაცრად დაისაჯონ ვიდრე ჩვეულებრივი მოქალაქეები. მე პირადად გავაკონტროლებ შს სამინისტროს რეფორმას", _ განაცხადა მედვედევმა.