ოს და აფხაზ სეპარატისტთა დელეგაციები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებთა მორიგ რაუნდში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ. აფხაზ სეპარატისტთა დელეგაციას აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ხინთბა უხელმძღვანელებს. ოს სეპარატისტთა დელეგაციას, კი ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებული პოსტკონფლიქტური დარეგულრებოს საკითხებში მურატ ჯიოევი.
სეპარატისტები ჟენევაში გამგზავრებამდე იმედს გამოთქვამენ, რომ მოლაპარაკებებს ამ რაუნდზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების საკიტხში გარკვეული პროგრესი იქნება მიღწეული.
ჟენევაში ასევე გაემგზავრა ქართული დელეგაცია. მოლაპარაკებათა მორიგი რუნდი დღეს და ხვალ უნდა გაიმართოს.
მასალის გამოყენების პირობები