აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მათ ვანუატუსა და აფხაზეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ არავითარი ოფიციალური შეტყობინება ჯერ არ მიუღიათ. სეპრატისტები ამ ინფორმაციას ქართული მედიის მიერ გავრცელებულს უწოდებენ.
"ამ დროისათვის არავითარი ოფიციალური შეტყობინება ორ ქვეყანას შორს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ არ მიგვიღია. ვანუატუს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების ფაქტი დადასტურებულია და ხელმოწერილია ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების მიერ 2011 წელის 23 მაისს", _ ნათქვამია აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ მათთვის კარგად არის ცნობილი "საქართველოსა და მისი მეგობრების მიერ განხორციელებულ ზეწოლაზე".
"შანტაჟი, ფალსიფიკაცია, მუქარა და პირდაპირი მოსყიდვა - საქართველო და მისი პატრონების არ ერთი ამ მდაბიო ხერხის წინაშე უკან არ იხევენ თავიანთი მიზნების მისაღწევად", _ ნათქვამია განცხადებაში.
მათივე თქმით, აფხაზეთის ე.წ. აღიარების პროცესი შეუქცევადია და საქართველოს და სხვა ქვეყნებს ამასთან შეგუება მოუწეთ.