რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სავარაუდოდ, მორიგ რაუნდზე მხარეები რეგიონში სიტუაციის სტაბილიზაციის საკითხებს, ძალის გამოუყენებლობის გარანტიებსა და ჰუმანიტარულ-სოციალ-ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებაზე გაამახვილებენ ყურადღებას.
რუსულ დელეგაცია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი უხელმძღვანელებს.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი 26-27 მარტს უნდა გაიმართოს.