აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ აფხაზეთის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხება.
ოკუპირებულ ქართულ რეგიონში მოქმედი ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ვანუატუმ აფხაზეთის აღიარების შესახებ თავისი გადაწყვეტილება უკან გაიწვია" ქართული მედია ავრცელებს.
სინამდვილეში, ქართული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც თავის მხრივ ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისრტის განცხადებას და ავსტრალიური და სხვა უცხოური მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა ნათქვამი იყო, რომ ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ვანუატუ აფხაზეთთან დიპლოტიური ურთიერთობების დამყარებას არ აპირებს და იგი ამგვარი ურთიერთობების საქართველოსთან დამყარებითაა დაინტერესებული.
"აღსანიშნავია, რომ ვანუატუს საგარეო საქმეთა სამინისტროში "იზვესტიას" განუცხადეს, რომ 2011 წელის მაისში ვანუატუმ მართლაც გააგზავნა აფხაზეთში ოფიციალური წერილები იმის შესახებ, რომ ის აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებდა და მზად იყო მასთან დიპლომატიური ურთიერთობები დაემყარებინა.
თუმცა, 18 მარტს ვანუატუს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურმა დირექტორმა ჯონი კოანაპომ ახალი ზელანდიის რადიო "RNZI"-თვის მიცემულ ინტერვიუში, რაც საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით ოფიციალურ განცხადებად მიჩნეული ვერ იქნება განაცხადა, რომ "მის ქვეყანას არასოდეს ჰქონია განზრახვა გაებრაზებინა ქართველი ხალხი და მისი დასავლელი მოკავშირები". ახლა, მისივე თქმით, "კუნძულს სურს თბილისთან მეგობრობა და არა მის გამოყოფილ ავტონომიასთან". ვანუატუს ხელისუფლებამ "უკვე მიიღო გადაწყვეტილება სოხუმთან დიპლომატიური წარმომადგენლობების არგაცვლის თაობაზე". მან ასევე, აფხაზეთის აღიარების დოკუმენტს "ჩვეულებრივი წერილი უწოდა, რომელიც მომზადებული იყო დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ წინადადებების პაკეტთან ერთად". ამასთან ერთად, კოანაპომ არ დააზუსტა თუ როდის და რა ფორმით შეტყობინებს ვანუატუ აფხაზეთს იმას, რომ მისი დამიუკიდებლობის აღიარების დოკუმენტი უკან არის გაწვეული", - იუწყება აფხაზური მხარე.
ამასთან ერთად, აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ვანუატუს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორის განცხადებას ძალა არ აქვს.
"ჩვენ არ მიგვიღია არავითარი ოფიციალური შეყტობინება პორტ-ვილის მხრიდან, ამირომაც ამ საკითხთან დაკავშირებით სოხუმი სტატუს-კვოს ინარჩუნებს", _ აცხადებს რუსეთის ფედერაციაში ე.წ. აფხაზეთის საელჩოს პირველი მდივანი პაჩუგ ჩუკბარი. მისივე თქმით, ამ დროისათვის აფხაზეთს აქვს ორი იურიდიული დოკუმენტი - აღიარების შესახებ და დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ, რომლებიც პრემიერ სატო კილმანის მიერაა ხელმოწერილი. მისივე თქმით, პირადად კილმანმა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობამ არაერთგზის დაადასტურა ამ დოკუმენტების სამართლებრიობა.
"ამას გარდა, ჩუკბარმა ასევე ყურადღება მიაქცია იმას, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე არ არის არავითარი ინფორმაცია ამ საკითხის თაობაზე და გავრცელებული ინფორმაცია არა თუ ქართული მედიის "მოგონილად" არამედ "მესამე ქვეყნის ინსინუალციად" შეაფასა.