ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის კავშირგაბმულობის სამინისტროს დელეგაცია იმყოფება, რომელსაც მინისტრის მოადგილე ალექსეი ვოლინი ხელმძღვანელობს. ე.წ. სამხრეთ ოსეთელ "კოლეგებთან" შეხვედრისას მათ თანამშრომლობის ოქმს ხელი მოაწერეს, რომელიც 14 პუნქტისაგან შედგება.
დელეგაცია ოს სეპარატისტთა ლიდერთან ლეონიდ თიბილოვთან შეხვედრისას ვოლინმა განაცხადა, რომ მიმართულებებს რომელთა შესახებაც შეთანხმება შედგა მუშაობა გაგრძელდება.
"პირველი პრობლემა ეს ინტერნეტი და მობილური კავშირია. აუცილებელია ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანა, რომელიც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შეაერთებს. ეს სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების საკითხია. როგორც გავარკვიეთ ამგვარი კაბელი გაყვანილია გაზსადენ ძუარიკაუ-ცხინვალის გასწვრივ, თუმცა ჯერ ჯერობით გაუგებარია თუ როგორ მუშაობს ის", _ განაცხადა ვოლინმა და აღნიშნა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ე.წ. რესპუბლიკაში კიდევ ერთი ხაზის გაყვანაა საჭირო.