კაცობრიობის "განკურნების" სახელით საფრანგეთში ვირთხებს სასმელს უსხამენ. ფრანგმა მეცნიერებმა მღრნელებისთვის ნამდვილი ბარი გააკეთეს. სადაც საექსპერიმენტო ცხოველები თავად უკვეთავენ სპირტიან სასმელებს, რისთვისაც საკმარისია ღილაკს თათი დააჭირონ. ამ "ბარში", ვირთხების სამუშაოზე, მუდმივი დღესასწაულია. მთავარი სამსახურეობრივი დავალებაა - დალევა გამოუფხიზლებლად.
ყოველდღიური ნორმა - ერთი ბოთლი არაყი -ისევე როგორც საშუალო სტატისტიკური მსმელისთვის. ამ ლაბორატორიაში ვირთხები ღორებივით თვრებიან.
ბარი სისტემით "ყველაფერი ჩართულია" სადღეღამისოდ მუშაობას.
გსურს დალიო - დააჭირე ღილაკს. შეკვეთა დაუყოვნებლივ მოდის. მაგრამ, არავითარი მრავალფროვნება, აქ კოქტეილი ყოველთვის ერთი და იგივეა. სასმელის მოსამზადებლად გამოიყენება სუფთა სპირიტი და ჩვეულებრივი წყალი. კოქტეილის ღირებულება ან უფრო სწორად ძალისხმევის მოცულობა სასმელის მისაღებად მუდმივად იზრდება. ასე მეცნიერები ამოწმებენ, თუ რა თანხის გადახდა შეუძლია მომხმარებელს.
"აღმოჩნდა,რომ ვირთხა მზადაა 6 ნორმა სპირტიანი სასმელის მისაღებად 100 ჯერ დააჭიროს ღილაკს, ანუ ცხოველი მუშაობდა, სანამ თავისი არ მიიღო. ეს მიანიშნებს, რომ აღნიშნული მეთოდი ანუ სპირტიან სასმელზე ფასის გაზრდა არაეფექტურია ალკოჰოლიზმთან ბრძოლაში" - განმარტავს მკვლევარი შტეფან ალაქს-კანტანი. ლაბორტორიაში ვირთხები გართობისთვის როდი თვრებიან, ეს დღესასწაული საფრანგეთის ჯანმრთელობის ინსტიტუტმა შეუკვეთა. პროექტის ღირებულება 2 მილიონ ევროზე მეტია. ყურადღების ცენტრში -მოზარდი ვირთხები.
მსოფლიოში, განსაკუთრებით სტუდენტებში ძალიან გარცელებული ხდება დალევის ისეთი სახე როგორიცაა ბრინჯ დრინქინგ -მოიხმარენ ბევრს და ძალიან სწრაფად, ჭიქა ჭიქაზე, კოქტეილი კოქტეილზე. გამოფხიზლების შემდეგ ვიზიტი სკოლაში, თითქოს არაფერი მომხდარა.
ლაბორატორიაში სწავლობენ თუ რა ემართება ორგანიზმს სინამდვილეში, როგორ რეაგირებს ტვინი, ნერვული სისტემა. "მშფოთვარე წვეულების შემდეგ, ორგანიზმს "გონზე" მოსასვლელად მინიმუმ 2 დღე სჭირდება, ამ დროს ტვინის აქტივობა მცირდება, ადამიანიც და ცხოველიც ვერ აღიქვამს ახალ ინფორმაციას და ვერ ითვისებს ვერაფერ ახალს", - აცხადებს ნევროლოგიის პროფესორი ოლივიე პერფეში.
"თუ დილით ცხოველებს ალკოჰოლი სჭირდებათ, ცხადია, რომ ისინი უკვე დამოკიდებული გახდნენ მასზე. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოტივაციის შესწავლა - როგორ გამოიმუშავება თავად ეს დამოკიდებულება, როგორ იცვლება ფსიქიკა, ქვეცნობიერება და რა თქმა უნდა ფიზიოლოგია", - ამბობს ფიზიოლოგიის პროფესორი მიქაელ ნასილა.
ჯერ არც ერთ მღრნელს არ გაუოცებია მეცნიერი ალკოჰოლზე უარით, დღითი დღე ისინი ავლენენ ცხოველურ თვისებებს. მეცნიერების ვარაუდით ყველა ეფექტის საფუძვლიანი შესწავლით ისინი შეძლებენ შეიმუშაონ ალკოჰოლიზმისგან განკურნების იდეალური თერაპია.
მეცნიერები ხუმრობენ, რომ ლაბორატორიაში ვირთხები "თქვენი ჯანმრთელობის სადღეგრძელოს სვამენ".