ცხინვალში ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ჰუმანიტარულ დახმარებას არიგებენ. ცხინვალის რეგიონში ჩასულები არიან უნივერსიტეტის ისტორიული ფაკულტეტის პედაგოგები და სეპციალისტები. მათ, პროექტის ფარგლებში ცხივალის სკოლებში ისტორიის გაკვეთილებიც ჩაატარეს.
ეს მისია რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. ცხინვალის სკოლებს გადაეცემათ სახელმძღვანელოები, რვეულები და საკანცელარიო ნივთები, რომლებიც ლომონოსოვის უნივერსიტეტის ისრორიის ფაკულტეტზე შეგროვდა. აქცია ცხინვალის რეგიონში უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანის სერგეი კარპოვის მხარდაჭერით ხორციელდება.