კოსოვო დამოუკიდებლობის ორი წლისთავს ზეიმობს. მთელი ქვეყნის მასშტაბით საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს.
სადღესასწაულოდაა მორთული ქუჩებიც. ამ დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად პარლამენტს სიტყვით მიმართა პრეზიდენტმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებები გაკეთდა სერბეთშიც და ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობას არასოდეს აღიარებს.
2008 წლის 18 თებერვალს, კოსოვოს პარლამენტმა ცალმხრივად გამოაცხადა კოსოვოს დამოუკიდებლობა და დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღო.
სერბეთის ყოფილი ოლქის, როგოროც ახალი რესპუბლიკის არსებობა მსოფლიოს 70-მდე სახელმწიფომ ცნო.