აფხაზმა სეპარატისტებმა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დასრულების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი სიმღერის კონკურსი გამოაცხადეს. სამხედრო სიმღერა "20 წლის შემდეგ" ამ სახელწოდების სიმღერის კონკურსს სეპარატისტთა ე.წ. ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტი ატარებს.
კონკურსის აუცილებელი პირობებია: სიმღერა არსად არ უნდა იყოს შესრულებული, 4 წუთზე მეტს ხანს არ უნდა გრძელდებოდეს და აუცილებლად აფხაზურ ენაზე უნდა იყოს.