მოსკოვში ყოფნისას აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი მოსკოვის აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დიასპორის წარმომადგებმა თავიანთ ე.წ. პრეზიდენტთან შეხვედრისას შეშფოთება გამოთქვეს აფხაზეთში ბოლო დროს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
"მზად ვარ ყველას ვესაუბრო, მაგრამ არავითარ ულტიმატუმებს არ მივიღებ", _ განაცხადა შეხვედრაზე ანქვაბმა.