ცხინვალის რეგიონში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები ჩავიდნენ. ფილიპ ლეფორი (ევროკავშირი), ანტი ტურუნენი (გაერო) და ანდრიი დეშიცა (ეუთო) ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებულს პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევს შეხვდნენ და ჟენევაში დაგეგმილი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დღის წესრიგი განიხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
ოსმა სეპარატისტებმა შეხვედრაზე განაცხადეს, რომ ცხინვალის რეგიონში ყურადღებით ადევნებელ თვალს მოლაპარაკებებების მიმდინარეობას და უპირველეს ყოვლისა შედეგებს ელიან, კერძოდ - თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებას.
ამას გარდა, თანათავმჯდომარეები ასევე გეგმავენ შეხვედრებს ნაციონალური დიასპორების წარმომადგენლენთან. ასევე მათი მხრიდან იგეგმება ზნაურის რაიონის მონახულება.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი 23-ე რაუნდი 26-27 მარტს უნდა გაიმართოს.
მასალის გამოყენების პირობები