რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი მოსკოვში მყოფ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა. რუსული მედიის ინფორმაციით, პატრუშევმა და აქვაბმა საერთაშორისო და ნაციონალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
"განისაზღვრა ორი ქვეყნის უშიშროების საბჭოების ურთიერთქმედების გზები, რომლებმაც რეგიონში საერთაშორისო უსაფრთხოება უნდა განსაზღვრონ. განიხილეს ასევე აფხაზეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ფორმირების, მათ შორის თავდაცვის, ტერორიზმისათვის წინააღმდეგობის გაწევის, რელიგიურ ექსტრემიზმთან ბრძოლის საკითხები", _ იუწყება რუსული მედია.