დღეს, 13 მარტს, ცხინვალის რეგიონში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები ჩავლენ. ფილიპ ლეფორი (ევროკავშირი), ანტი ტურუნენი (გაერო) და ანდრიი დეშიცა (ეუთო) ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებულს პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევს შეხვდებიან.
"გაიმართება ასევე შეხვედრა ჟემევის მოლაპარაკებებში მონაწილე სამხრეთოსური დელეგაციის წევრებთან. ამას გარდა, თანათავმჯდომარეები ასევე გეგმავენ შეხვედრებს ნაციონალური დიასპორების წარმომადგენლენთან. ასევე მათი მხრიდან იგეგმება ზნაურის რაიონის მონახულება", _ იუწყება ოსური მხარე.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი 23-ე რაუნდი 26-27 მარტს გაიმართება.