ის ფაქტი, რომ ბევრ ადამიანს უძნელდება დილით ადრე ადგომა უკავშირდება არა ძილის ნაკლებობას, არამედ ბიოლოგიურ საათს, რომელიც ნელა მუშაობს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ფლინდერსის უნივერსიტეტის მკვლევარები (ავსტრალია).
მეცნიერთა ჯგუფმა შეისწავლა შენელებული ძილის დარღვევის ფაზა, რომელიც ხასიათდება უძილობის მტკიცე უნარით და დათქმულ დროს გაღვიძების დისფუნქციით. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ეს დარღვევა აღენიშნება იმ ადამიანებს, რომელთა ბიოლოგიური საათი ნორმალურ მდგომარეობასთან შედარებით ნელა მუშაობს.
ადამიანთა უმეტესობას აქვს ბიოლოგიური საათის 24 საათიანი რიტმი.ე ს ბუნებრივი რიტმია, რომელიც გავლენას ახდენს ძილიანობასა და სხეულის შიდა ტემპერატურაზე. მაგრამ ადამიანებს დარღვეული ფაზით ესაჭიროებათ გაცილებით მეტი დრო ციკლის დასრულებისთვის, როგორც წესი დასაძინებლად გვიან მიდიან და გვიან იღვიძებენ.
ამ დროისათვის უცნობია,რატომ ხდება ბიოლოგიური საათის ასეთი დარღვევა. მეცნიერები აცხადებენ, რომ მათ ესაჭიროებათ მეტი დრო ამ საკითხში გასარკვევად.