,,თინა ხიდაშელს ,,საერთოO სასამართლოების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები ფეხბურთის თამაში ჰგონია", _განაცხადა ჟურნალისტებთან ვენეციიდან დაბრუნებულმა ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა აკაკი მინაშვილმა ვენეციის კომისიის დასკვნის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ დასკვნაში წარმოდგენილი პირობები ზედმიწევნით უნდა შეასრულოს.
,,ვენეციის კომისიის დასკვნაში კიდევ ერთხელ ხაზგასმულია, რომ იუსტიციის საბჭოს მთლიანი შემადგენლობის დაშლა არის დაუშვებელი. ეს არის ფუნდამენტური პრინციპი, რომელიც ეხება სასამართლოს თავისუფლებას, სასამართლოს დამოუკიდებლობას და ,,ქართული ოცნების" მიზანი, რომელიც ამ კანონპროექტში დევს იყო ის, რომ იუსტიციის საბჭოს დაშალ უნდა მომხდარიყო რაც გამოირიცხა. მინდა გამოვეხმაურო ქალბატონ თინა ხიდაშელის განცახადებას, რომელსაც Mმთელი ეს საქმიანობა ფეხბურთის თამაში ჰგონია, საუბრობს რაღაც ანგარიშებზე. მთელი ეს საქმიანობა, კანონმდებლობა სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. სამწუხაროდ ,,ქართული ოცნების" იუსტიციის საბჭოს მიერ შემოთავაზებული პროექტი ემსახურება იმას, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა მთლიანად შეიზღუდოს", _განაცხადა ჟურნალისტებთან აკაკი მინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიამ საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებები დადებითად შეაფასა. კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის პროექტში ნათქვამია, რომ ცვლილებების დიდი უმრავლესობა არის მისასალმებელი, პროგრესული და ემსახურება მოქმედი კანონის ნაკლოვანებების გამოსწორების მიზანს. მოქმედი კანონის ზოგიერთი დებულების მიმართ კი გამოთქმულია მოსაზრება, რომ იგი საეჭვოა მისი კონსტიტუციასთან შესაბამისობის თვალსაზრისით.
ვენეციის კომისია ეთანხმება და დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებულ პროექტს, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების ახალ წესს ითვალისწინებს.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, კანონის გარდამავალ დებულებებში გათვალისწინებული უნდა იყოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ მანამდე არჩეული იუსტიციის უმაღლესი სამჭოს წევრების მანდატის განახლების საკითხი. ამგვარი რეკომენდაცია ნიშნავს იმას, რომ არადემოკრატიული წესით არჩეული შემადგენლობა უნდა დაექვემდებაროს ახალ, დემოკრატიულ არჩევნებზე დაფუძნებულ წესებს.
საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტი იუსტიციის სამინისტრომ მოამაზადა.