ვანკუვერში ცხრა ადამიანი დაშავდა. სპორტულ კომპლექსთან ახლოს მიმდინარე კონცერტზე ნგრევა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა.
ინციდენტი ბარიერის ნგრევამ გამოიწვია, რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
შემთხვევა ერთ-ერთი როკჯგუფის გამოსვლისას მოხდა. იგეგმებოდა ფეიერვერკი, თუმცა, ინციდენტის გამო, საზეიმო ღონისძიება გადაიდო.