სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის უფროსმა მაია მეტრეველმა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კოდაში მეფრინველეობის ფაბრიკა დაათვალიერა.
მეტრეველის განცხადებით, დახურულ მეურნეობებში ბევრად ადვილია ცხოველთა და ფრინველთა ჯანმრთელობის დაცვა. შესაბამისად, მათი პროდუქციაც უვნებელია.
"სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება ცხოველთა და ფრინველთა განსაკუთრებით საშიში დაავადებები, ხოლო ყველა დანარჩენ შემთხვევაში მოსახლეობა ვალდებულია თავად იზრუნოს შინაური ცხოველისა თუ ფრინველის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. დაავადებების თავიდან ასაცილებლად მათ დროულად უნდა ჩაატარონ პროფილაქტიკური ვაქცინაციები ისეთი დაავადებების წინააღმდეგ, რომელიც სახელმწიფო პროგრამით არ ფინანსდება", - განაცხადა მეტრეველმა.