ცხინვალის რეგიონში არსებული რუსული საოკუპაციო ჯარის, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების ე.წ. სასაზღვრო სამმართველოს უფროსი ვალერი რეზნიჩენკო აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული საოკუპაციო ჯარის ნაწილები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან.
"საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარზე მდგომარეობა ამ დროისათვის შედარებით სტაბილურია.
საწინააღმდეგო მხრიდან სახელმწიფო საზღვარს საქართველოს შს სამინისტროს სპეციალური დანიშნულებისა და საპატრულო პოლიციის დანაყოფები იცავენ. თავად განსაჯეთ, თუ როგორ რთულ პირობებში უწევთ რუს მესაზღვრეებს თავიანთი მოვალეობების შესრულება, რომლებიც მათ სახელმწიფო საზღვრის დაცვის ხელშეკრულებით აქვთ დაკისრებული", _ აცხადებს ვალერი რეზნიჩენკო და აღნიშნავს, რომ საერთო ჯამში ე.წ. სახელმწიფო საზღვარზე არსებული სიტუაცია არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მოსაზღვრე ტერიტორიაზე ძალის გამოყენებაზე ცხინვალის რეგიონის მიმართ უარი აქვთ ნათქვამი.
"ამ საკითხში მაინცდააინც დიდი ცვლილებები სასაზღვრო ზოლში არ არის. სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომლები კი კვლავინდებურად სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან და სახელმწიფო საზღვარს იცავენ.
არ უნდა დაგვავიწყდეს ესრთი ანდაზა -თუ მშვიდობა გინდა მუდმივად ომისათვის უნდა ემზადო. ამიტომაც ჩვენი დანაყოფები მუდმივად სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან და ნესმისმიერ პირობებში სახელმწიფო საზღვრის დაცვის ვალდებულებას ასრულებენ", _ აცხადებს რუსი სამხედრო.