ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, რადიოსადგურ "გოლოს როსიის" კავკასიაში მაუწყებლობის განყოფილებს უფროსი ივან სუხოვი აზერბაიჯანულ მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ თუ აზერბაიჯანი ერთ სომხურ ვერტმფრენს მაინც ჩამოაგდებს, არ არის გამორიცხული, რომ რუსეთი საბრძოლო მოქმედებებს დაიწყებს.
"რუსეთს არ სურს, რომ აზერბაიჯანი სამხრეთ კავკასიაში რეგიონებული ზესახელმწიფო გახდეს და მას ასევე არ სურს, რომ იგი ამ რეგიონში, როგორც თურქეთის უმცროსი პარტნიორი გაძლიერდეს, იმიტომ, რომ რუსეთს თავად სურს სამხრეთ კავკასიაში რეგიონალური ზესახელმწიფოს ფუნქცია ჰქონდეს და თურქეთთან ურთიერთობის ყველა დადებითი ასპექტის გათვალისწინებით მას მაინც კონკურენტად აღიქვამს", _ აცხადებს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ
რუსეთს ასევე სურს იყოს მონოპოლისტი ევროპაში ენერგორესურსების მიწოდებისა. სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა რუსეთის საქციელი 2008 წლის აგვისტოში და იმაზე მეტად ვიდრე აფხაზი და ოსი ხალხის ინტერესებისათვის ბრძოლამ.
" 2008 წლის შედეგი კი შემდეგნაირია: რუსეთმა საქართველოში ვერ მიიღო ენერგორესურსების სტრატეგიულ ტრანზიტზე კონტროლი და მან გააცნობიერა, რომ მიწოდებების ამ სქემაში საკვანძო ქვეყანა არა საქართველო, არამედ აზერბაიჯანია.
აზერბაიჯანული ტრანზიტისა და ექსპორტის თავის თავზე გადატანას რუსეთი ვერ შეძლებს - ამისათვის მას ტექნიკური სიმძლავრეები არ ეყოფა.
ეს კი რუსეთს მორიგი ალტერნატივის წინაშე აყენებს - ის ან უნდა შეურიგდეს აზერბაიჯანის როგორც კონკურენტის არსებობას ექსპორტსა და ტრანზიტში, რომელიც ასევე არის პრეტენდენტი რუსეთისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე მარაგებზე ცენტრალურ აზიაში ან აზერბაიჯანი თავის ორბიტაში უნდა ჩართოს.
ხოლო იმის გამო, რომ ამ უკანასკნელის განხორციელება აზერბაიჯანის ახლანდელი რეჟიმის გამო პრაქტიკულად შეუძლებელია აქ უკვე თავს იჩენს ჯერ კიდევ საკმაოდ ბინდოვანი ინტერესი ბაქოში ხელისუფლების ცვლილებისა",_ აცხადებს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ რა თქმა უნდა ყარაბაღის პრობლემას, სადაც 1994 წლიდან არც არაფერი შეცვლილა,მომავალში აზერბაიჯანთან ურთიერთობის გართულების შემთხვევაში, ყარაბაღის პრობლემა სავარაუდოდ, გამოყენებული იქნება როგორც აზერბაიჯანის სუსტი ადგილი", _ აცხადებს ექსპერტი.
საუბრობს რა ხოჯალინის აეროპორტის ამოქმედებაზე, ექსპერტს ეჭვი ეპარება, რომ ეს ობიექტი ფუნქციონირენბას დაიწყებს.
ხოლო თუკი ეს მაინც მოხდა და აზერბაიჯანმა ერთი ვერტმფრენი მაინც ჩამოგდო ივან სუხოვის აზრით ეს ყარაბაღის კონფლიქტის ხელახან ესკლაციამდე მივა.
"რომელშიც რუსეთი რა თქმა უნდა ღიად არ დაეხმარება სომხეთს, მაგრამ არც აზერბაიჯანს დაიუჭერს მხარს. არც ის არის გამორიცხული, რომ რუსეთიმა აზერბაიჯანის ჩრდილოეთ ნაწილში საბრძოლო მოქმედებები დაიწყოს და ამის მოტივად აზერბაიჯანის ტერიტორიიდან დაღესტანში ბოევიკების შესაძლო გადასვლის აღკვეთა დაასახელოს", _ აცხადებს ექსპერტი თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ მართალია მოვლენების ასეთი განვითარება ნაკლებსავარაუდოა, მაგრამ აზერბაიჯანს სიტუაციის თავის სასარგებლოდ შემოტრიალების შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება თუკი თურქეთი სამხრეთ კავკასიაში თავის გავლენას გაზრდის და ამ ბრძოლაში რუსეთს დაამარცხებს.