ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ გაზაფხული შესაფერისი დროა საკუთარი ცხოვრების შესაცვლელად. ღია ფერის ტანსაცმელი, ფეხით სეირნობა და მრავალფეროვანი ხილი მაგიდაზე 1 მარტსვე იძლევა იმის საშუალებას, რომ შევიგრძნოთ - ზამთარი დასრულდა - ირწმუნებიან ისინი.
მეცნიერები გვირჩევენ, არ გადავდოთ რამის შეცვლის სურვილი გაზაფხულის მოსვლასთან ერთად.
„ჩვენ გვეცვლება ჰორმონალური სტატუსი, განწყობა. გაზაფხულის მოსვლა, ბუნების ცვლილება ყოველთვის გვიჩენს ჩვენს ცხოვრებაშიც რაიმეს ცვლილების სურვილს", - აღნიშნავენ ფსიქოლოგები.
სპეციალისტების განცხადებით, გაზაფხული კარგი დროა მოგზაურობების დასაგეგმად, შვებულებებისთვის. ეს სიხარულის პერიოდია. უფრო აქტიურდება მეგობრებთან შეხვედრები.
გაზაფხულზე უნდა დავაკვირდეთ იმას, თუ რას მივირთმევთ, რადგან ასეთ მშვენიერ დროს ავად გახდომა მით უმეტეს უფრო უსიამოვნოა. მეცნიერები გვირჩევენ. რომ გაზაფხულის პირველივე დღიდან ღია ფერები შემოვიტანოთ ტანისამოსში და ინტერიერში, ყველაფერი გავხადოთ გაცილებით ნათელი. ეს კი ჩვენს ცხოვრებას ბევრად უფრო გაალამაზებს.