პორტუგალიის პოლიციამ რეკორუდული რაოდენობის ყალბი ევრო-ბანკნოტი ამოიღო. პორტუგალიის პოლიციის ინფორმაციით, ყალბი 380 ათასი ევრო ამოღებულია ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ პორტუში.
ეს უკვე მეორე ოპერაციაა, რომელიც ყალბი ბანკნოტების ამოსაღებად პორტუში მიმდინარე თვეს ჩატარდა.
პორტუგლის პოლიციაში აცხადებენ, რომ ევროს, როგორც საერთაშორისო ვალუტის გამყარება მას მნიშვნელოვნად მიმზიდველს ხდის ყალბი ფულის მომჭრელი დამნაშავეებისთვის.