რუსეთის პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში ექსპერტი ანდრეი მედვედევი რუსეთ საქართველოს ურთიერთობებზე და ამ ურთიერთობებში რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებზე საუბრობს. ექსპერტი რუსეთს საქართველოსადმი რბილ მიდმოგებში ადანაშაულებს და საქართველოს ე.წ. დათმობებს "ეფემერულს" უწოდებს.
მისივე თქმით, საქართველოს ჯერ რუსეთის წინაშე თავისი დანაშაული არ უღიარებია და დროა რუსეთმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობები რუსული სტრატეგიული ინტერესების კალაპოტში წარმართოს.
"თებერვლის პირველ დეკადაში, რუსეთთან დაახლოების მზადყოფნის სადემონტრაციოდ საქართველოს მთავრობამ 2008 წლის 23 ოქტომბერს მიღებულ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში" შესწორება შეიტანა. კანონში შერბილდა დანაშაულზე პასუხისმგებლობა, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩასვლის შედეგად წესდებოდა.
საქართველოს ახალი მთავრობის ჩანაფიქრის მიხედვით, ეს ნაბიჯი მოწოდებული იმის სადემონსტრაციოდ, რომ ქართული მხარე მზადაა დათმობებზე წავიდეს. თუმცა ამგვარი ნაბიჯის გადადგმა დათმობად არ უნდა მივიღოთ. ეს სულაც არ არის ამ კანონის მთლიანი გაუქმება, რომლის არსებობაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის რაიმე დიალოგს რუსეთსა და საქართველოს შორის საქართველოს პოლიტიკის მთავარ საკითხზე: რუსეთს ხომ არ მოუხდენია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია, არამედ იქ საქართველოს ხელისუფლების მშვიდობის იძულების ოპერაცია ჩაატარა.
თბილისში ასევე მივიდნენ იქამდე, რომ აუცილებელია უარი ითქვას ანტირუსულ რიტორიკაზე. ეს მაინცდამაინც გადასარევი ნაბიჯი არ არის იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ახალი პრემიერის გაჩენამდეც უკვე რუსეთის აქრიურად დგამდა საქართველოს შემხვედრ ნაბიჯებს საკუთარ მედიაპოლიტიკაში", _ წერს ექსპერტი.
მისივე თქმით, მას ვინც თვალყურს ადევნებს საინფორმაციო სივრცეს, შეამჩნევდა, რომ სადღაც 2010 წლის შუახნიდან რუსეთის მედიაში პრაქტიკულად სრულიად შეწყდა ანტიქართული პროპაგანდა. მეტიც, რუსეთის ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა წინააღმდეგობა ქართული ისტებლიშმენტის წარმომადგენლებისა წამყვანი მოსკოვური გაზეთების ფურცლებზე. აი საქართველოს საინფორმაციო სივრცეში კი არ გაკეთებულა არაფერი მსგავსი და არც ფორმალურად იქნა გამოხატული სურვილი რაიმე მსგავსის გაკეთებისა. პირიქით -ანტირუსული პროპაგანდა მთელი სიმძლავრი მუშაობდა.
"კიდევ რას დაგვპირდა დღეისათვის საქართველო? - იგი დაგვპირდა, რომ სოჭში ოლიმპიურ თამაშებში მიიღებს მონაწილეობას. ამითი მან ფაქტობრივად (თან ისე რომ არ შეცვლილა) უარი თქვა მიხეილ სააკაშვილის ადრე გამოცხადებულ ბოიკოტზე. თითქოს ქართული გუნდის მონაწილეობით 2014 წლის ოლიმპიადა არ ჩატარდებოდა.
ანუ ქართული მხრიდან "პოზიტივის დემონსტრაცია" მაინცდამაინც დიდი ვერაფერია. ხოლო რას ელის საქართველო რუსეთისგან? გავერკვეთ:
ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ხელისუფლებაში ქვეყანაში გაუარესებული სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის, სახელმწიფო რეპრესიული მანქანის გაძლიერებისა და ამგვარი ნეგატიური ფაქტორების ტალღაზე მოვიდა. მან საქართველოს მოსახლეობის მხრიდან ნდობის უდიდესი კრედიტი მიიღო. მასთანაა ასევე დაკავშირებული მოლოდინები ქვეყნის სოციალ-ეკონომიკურ განვითარებასთან, რომელიც ძირითადად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. ხოლო იმისათვის, რომ პრემიერმა ყოველივე ეს გაამართლოს მას არც თუ ისე დიდი დრო აქვს.
კადრს მიღმა, რომ დავტოვოთ უცხოელი მრჩევლები, რომლებიც საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის დროს იმყოფებოდნენ, ახალმა პრემიერმა შეძლო ოპოზიციის გაერთიანება, რაც აქამდე ვერავინ მოახერხა. ახლა კი კითხვად რჩება რამდენად შეძლებს აღნიშნული კოალიცია მდგრადობის შენარჩუნებას. უკვე სახეზეა თავად ივანიშვილის გუნდის სისუსტე - მასში საკვანძო თანამდებობები დაიკავეს მხოლოდ მისმა ერთგულმა ან მისგან დავალებულმა ადამიანებმა მიუხედავად მათი პროფესიონალიზმის დონისა. აღნიშნულ პერსონალიებს შორის მნიშვნელოვამი ადგილი უჭირავთ მიხეილ სააკაშვილის ყოფილ თანამებრძოლებს, რომელებიც მას კარიერული ან პირადი მოტივებით ჩამოცილდნენ, მაგრამ არა იმის გამო, რომ სტრატეგიულ საკითხებში ვერ თანხმდებოდნენ", _ წერს მედვედევი.
მისივე თქმით, ამ წრეში შედის საქართველოს ახლანდელი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი (რესპუბლიკური პარტიის თანათავმჯდომარე, რომელიც თავის ანტირუსულ შეხედულებებს არც მალავს), აღსანიშნავია ასევე წარსულში მიხეილ სააკაშვილის მომხრე ამჟამად კი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, რომელიც თავის საპრეზიდენტო ამბიციებს არ მალავს და ამის საფუძველმა მასა და პრემიერს შორის კონფლიტის დიდი ალბათობა არსებობს.
თავის საჯარო გამოსვლებში ირაკლი ალასანიას არაერთგზის აღუნიშნავს, რომ უსაფრთხოებისა და თავდაცვის პრიორიტეტებში ალბათ არსებითი ცვლილებები არ შევა და საქართველოს არმიის ნატოს სტანდარტებთან მიახლოება გაგრძელდება. იგი ეჭვის ქვეშ არ აყენებს საქართველოს შესაძლო გაწევრიანებას ნატოში და იხსენებს, რომ ბალტიისპირეთის სახელმწიფოებმა ეს თავის დროზე მოსკოვის უკმაყოფილების მიუხედავად გააკეთეს.
ექსპერტი ასევე აცხადებს, რომ რამდენიმე ხნის წინ საქართველოს ახალმა პრემიერმა თავისი პრემიერობის 100 დღისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მისი მთავრობის მთავარ პრიორიტეტად მოსკოვთან ურთიერთობების ნორმალიზება რჩება, თუმცა ამასთან ერთად აღნიშნა, რომ ნატოს წევრობისა და ევროპული ინტეგრაცია ქართული პოლიტიკის სტრატეგიულ მიმართულებად რჩება.
"თითქოს ასეთი წინააღმდეგობრივი რამ რუსულ ქართული დარეგულირების გზაზე წინ წაწევის საშუალებას არ უნდა იძლეოდეს, თუმცა ბოლო სამი თვის განმავლობაში მრავალწლიანი შესვენების შემდეგ ქართულ-რუსულ ურთიერთობებში სხვა და სხვა დონეზე დინამიკა შეინიშნება.
ეს კონტაქტები საქართველოსა და რუსეთს შორის ისეთი წინააღმდეგობების ფონზე ხორციელდება, როგორიცაა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსი და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა. როგორც არ უნდა იყოს დღეს უკვე საუბრობენ, რომ არაუგვიანეს გაზაფხულისა რუსეთს ბაზარი საქართველოსთვის გაიხსნება და იქ ქართული ღვინოები, მინეტრალური წყალი, ხილი და ბოსტნეული დაბრუნდება.
მაგრამ პასუხობს თუ არა ეკონომიკური თანამშრომლობა რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს?
მიმაჩნია, რომ ამ კითხვაზე დადებითი პასუხი დამოკიდებულია იმაზე რომ მზად არის თუ არა საქართველოს მთავრობა კომპრომისის მიღწევისათვის პრინციპულ საკითხებზე, ისეთებზე, რომლებიც რუსულ ქართული უთანხმოების საფუძველში დევს. ჯერ ჯერობით, ჩემი აზრით ასეთი მზაობა არ შეინიშნება", _ წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ერთ-ერთ საკვანძო ადგილს იკავებს რუსეთის შიდა საექსპერტო საზოგადოებაში არსებულ დისკუსიებს შორის. ხოლო იმის გამო, რომ რუსული საექსპერტო საზოგადოება ისეთი ექსპერტებისგან შედგება, რომლებიც სხვა და სხვა მსოფლმხედველობრივი პოზიციებით გამოირჩევიან ამ საკითხზე ერთიანი აზრი არ არსებობს.
"თუმცა, მიუხედავად ამისა კავკასიის იქით და აქეთ მხარეს არსებული ექსპერტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მოცემული მომენტისათვის რუსულ-ქართული ურთიერთობები ჩიხიდან გამოსაყვანია. ხოლო განწირულნი არიან თუ არა რუსეთი და საქართველო არსებული კონფლიქტის გაგრძელებისათვის - აქ უკვე შეფასებები და დასკვნები მართალია დიამეტრალურად განსხვავებული არ არის, მაგრამ პრინციპულად სხვადასხვაა.
"ფრთხილი ოპტიმიზმი" ბიძინა ივანიშვილის მთავრობის მოსვლასთან დაკავშირებით, ჩემი აზრით შესაძლოა მალე კიდევ ერთ "აუსრულებელ ოცნებად" იქცეს, რომლებიც საკმაოდ მრავლად ყოფილა ყოფილა უახლოეს წარსულში.
ამას გარდა, მიხეილ სააკაშვილის დამარცხება სულაც არ მეტყველებს იმაზე, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურ სარბიელს ტოვებს. მათ პარტიის ახალ გენმდივნად ვანო მერაბიშვიული უკვე აირჩიეს, რომელიც ლოიალური მიხეილ სააკაშვილის მიმართ, მოწოდებულია იმისკენ, რომ განაახლოს პარტია და სავარაუდოდ იგი იქნება კიდეც კანონიდატი ამ პარტიისგან საპრეზიდენტო არჩევნებში.
ყოველივე ეს მეტყველებს იმ არამდგრად შიდაპოლიტიკურ სიტუაციაზე, რომელიც საქართველოშია, რომელიც ცხადია არ არის იმის საშუალების მომცემი, რომ გადალახული იქნეს სოციალ-ეკონომიკური პრობლემები გარე დახმარების გარეშე. თუმცა სერიოზული დახმარების წყაროები, რომლებიც საქართველოს შეკავების საშუალებას მისცემს - ბევრი აღარ დარჩა. აშშ მაინცდამაინც არ ჩქარობს.
უნდა იჩქაროს თუ არა რუსეთმა საქართველოს დახმარების საკითხში? როგორც ჩანს ჩვენ ტყუილად როდი ვიფარგლებით აშშ-სა და რუსეთით, როდესაც საქართველოს საგარეო დახმარების წყაროებზე ვსაუბრობთ. ევროკავშირის იმიტაციური დახმარება, რომელიც როგორც წესი მძლავრ ფიარ-კამპანიებს ეფუძნებოდა საგარეო დახმარების მესამე წყაროდ ვერ ჩაითვლება.
2008 წლის აგვისტოს ქართული ავანტიურის შემდეგ ევროპული ქვეყნების ლიდერები მიხეილ სააკაშვილს 22 თვის განმავლობაში არ იღებდნენ და ახლაც კი ინტელექტუალურ ევროპულ ცენტრებში, სადაც რეალური გავლენა აქვთ ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკაზე განსაკუთრებით არ ჩქარობენ ახალი ქართველი პრემიერ-მინისტრის ჩახუტებას. საღად მოაზროვნე და პასუხისმგებლობის მქონე ევროპელი პოლიტიკოსების ცნობიერებაში ჯერ კიდევ არის მოგონებები იმის შესახებ თუ სადამდე მივიდა რეალურად მათი კარტ-ბლანშის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში და ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის ტექნიკური ჩანაცვლება საქართველოს მომავალი საგარეო პოლიტიკური კურსის გამომუშავების გარეშე ზალიანაც არ აჩქარებს ევროკავშირის სახელმწიფოებს თავი გამოიდონ ქართული "დეკორაციის ცვლილებისათვის".
ნებისმიერ შემთხვევაში - საქართველო არადამოუკიდებელ სახელმწიფოდ რჩება. საქართველო როგორც იყო ისევე რჩება მთლიანად დამოკიდებული გარე ფინანსურ დახმარებაზე.
დღეს კი არ არის გამორიცხული, რომ დასავლეთს მობერზდა თავისი ერთგული სატელიტის შენახვა და ვაშინგტონიდან თბილისში მოვიდა ბრძანება მოსკოვთან ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ, უპირველეს ყოვლისა რუსულ ბაზარზე შესასვლელად.
თუმცა ჯერ ჯერობით გაუგებარია თუ რას აძლვს ეს მოსკოვს? მით უფრო რომ საქართველო რუსეთის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტულ სისტემებში და პერსპეტივაში ალბათ ვერ მოიპოვებს იგივე მნიშვნელობას რა მნიშვნელობაც რუსეთს საქართველოსთვის აქვს მისი მომავალი არსებობის თვალსაზრისით. მით უფრო, რომ საქართველოდან გულწრფელ შემხვედრ ნაბიჯებს არ უნდა ველოდოთ. მით უფრო, რომ როგორც ზემოთ ითქვა "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობა ფსონს დებს შესაბამის ლობისტებზე მოსკოვში და ეფემერულ დათმობებზე", _ წერს ექსპერტი და საქართველოს მხროდან მონანიებას მოითხოვს.
"ანუ არავითარი მონანიება 2008 წლის მოვლენების გამო, ჩადენილი აგრესიის გამო, რუსი სამშვიდობოების გარდაცვალების გამო და ასობით ათასი მშვიდობიანი მოსახლის დაღუპვს გამო, წარუმატებელი მცდელობის გამო რუსეთის აგრესორად წარმოჩენისა - არ არის!
ფაქტობრივად დღეს ჩვენს წინაშე სპექტაკლი ვიტარდება - ქართული საზოგადოება ერკვევა "ცუდ სააკაშვილსა" და "იმედის მომცემ ივანიშვილს" შორის. ეს "სიუჟეტი" ქართულ საზოგადოებას პასუხისმგებლობას არიდებს.
ამის პარალელურად ჩვენ გვთავაზობენ გავიხსენოთ რუსეთის ისტორიულ სიყვარულზე საქართველოს მიმართ. განა სწორედ ქართული საზოგადოება არ უჭერდა მხარს 2008 წლის ავანტიურულ აგრესიას? განა ქართულმა საზოგადოებამ არ აირჩია გამსახურდია, შევარდნაძე და სააკაშვილი ახლა კი ივანიშვილი? ამ პირველებიდან სამი კი შემჩნეულიც კი არ იყვნენ არა თუ რუსეთისადმი სიყუვარულში, მისდამი პატივისცემაშიც კი. საუბარი ქართული საზოგადოების მონანიებაზე არც მიდის. საუბარი მიდის ქართულ ღვინოზე, მინერალურ წყალზე, ხოლზე, ბოსტნეულზე რუსული წესებით. ასე იყო ყოველთვის და ახლაც გამონაკლისი არ არის.
ამის გამო ჩნდება კითხვა - ღირს კი ეხლა საერთოდ შფოთი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების საკითხზე, მით უფრო არათანაბარი დათმობების პერიოდში და საკუთარი თავის საზიანოდ? რის გამო?
განა რუსეთის პოლირიკა სამხრეთ ოსური და აფხაზური მიმართულებით ქართულ-რუსული ურთიერთობების განვითარებაზეა დამოკიდებული? განა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებული სუვერენიტეტი თბილისთან მოლაპარაკების საგანია ან გასაცვლელი ბანქოა ვინმესთან მოლაპარაკებებში? განა არ არსებობს შეგნება იმისა, რომ ნებისმიერი დათმობა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხში რუსეთის მხრიდან ჩრდილო კავკასიაში ფედერალური ხელისუფლების ავტორიტეტის უცილობელ დაკარგვამდე მივა?
აშშ-სთვის, ევროკავშირისა და ნატოსათვის საქართველოს შეგავება მის ახლანდელ საზღვრებში უკვე აზრს მოკლებულია. ბოლო ბოლო ეუთოს ერთი ოფისი იქნება თბილისში, ან საქართველოს დაშლის შემთვევაში გაჩნდება აუცილებლობა მეორე და მესამე ოფისის გახსნისა ქუთაისსა ან ბათუნში - ევროჩინოვნიკების თავისტკივილია და არა საქართველოს მოქალაქეების. მაგრამ სამწიხაროდ ექსპერიმენტატორების ცოდვებზე პასუხისგება სწორედ ქართველებს მოუწევთ და არა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს.
დღეს რუსეთი საქართველოს შეგნებულად უხსნის ბაზარს. იმედს ვიტოვებთ, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების დინამიკა რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებთან იქნება დაკავშირებული, ხოლო ეს კი მნიშვნელოვანია რუსული გავლენის გაზრდისათვის რეგიონში და მთლიანად კავკასიის სტაბილურობისათვის", _აცხადებს ექსპერტი მედვედევი.