ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
პოლიტსაბჭოს წევრები ბიზნესცენტრში სრული შემადგენლობით
შეიკრიბნენ. შეხვედრაზე იმყოფებიან ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.
საპარლამენტო უმრავლესობის განაცხადებით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე პოლიტსაბჭოს მდივნისა და პარტიის აღმასრულებელი მდივნის არჩევა იგეგმება.
,,ჩვენი ამოცანაა, რომ ჩამოვაყალიბოთ ძლიერი პარტია. გარკვეული პრობლემები გვქონდა, თუმცა მოწოდებული ვართ, რომ ძლიერი დემოკრატიული პარტია შევქმნათ, რომელიც იქნება ხალის პარტია და მომავალ აჩევნებში მონაწილეობას მიიღებს", -განაცხადა ჟურნალისტებთან კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 16 თებერვალს ჩატარებულ პარტიის ყრილობაზე დელეგატებმა, პოლიტსაბჭს შემადგენლობა, ხოლო პარტიის საპატიო თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი აირჩიეს.