კახეთის რეგიონს ოფიციალურად, შესაძლოა, კახეთის მხარე ეწოდოს. ცვლილებაზე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია მსჯელობს. ამის შესახებ "კახეთის საინფორმაციო ცენტრი" იუწყება.
კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ დემეტრაშვილის განცხადებით, კომისიის წინადადებაა, რომ მსხვილი ტერიტორიული ერთეულები შეიქმნას. მისი თქმით, პოლიტიკოსების დიდი ნაწილი ისტორიული მხარეების აღდგენის წინააღმდეგია.