გურჯაანში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ქალაქის ცენტრიდან 200 მეტრში წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას კერემიკული წყალსადენის ნაშთები აღმოჩნდა. ამის შესახებ "კახეთის საინფორმაციო ცენტრი" იუწყება.
როგორც "კახეთის საინფორმაციო ცენტრს" გამგეობის კულტურის სამსახურის სპეციალისტმა თამაზ მარკოზაშვილმა განუცხადა, სავარაუდოდ, ნაშთები XII - XIII საუკუნეებს მიეკუთვნება.
წყალსადენის ტრასის სიგრძე დაახლოებით 50 მეტრია. იგი მიწის ზედაპირიდან 1 მეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. წყალსადენი შედგება თიხის მილებისგან, რომლის შეერთების ადგილები კირის დუღაბით არის გადალესილი.
„სავარაუდოდ, აღმოჩენა მიუთითებს, რომ განვითარებული შუა საუკუნეების ეპოქაში დღევანდელი გურჯაანის ტერიტორიაზე მჭიდრო ქალაქური ტიპის დასახლება ყოფილა. აღმოჩენილი წყალსადენის ნაშთები გურჯაანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს გადაეცემა", - განაცხადა მარკოზაშვილმა.