ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 3 საჯარო სკოლის შენობის გაზიფიცირების პროცესი სრულდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატიდან აცნობეს, დირბის, ძლევიჯვრისა და რუისის #3 საჯარო სკოლების გაზიფიცირებას მუნიციპალიტეტის გამგეობა საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს.
საერთაშორისო ორგანიზაცია ჩჰფ -ის მიერ გარემონტებულ და რეაბილიტირებულ სკოლებში გათბობის პრობლემა იყო მოსაგვარებელი. გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურმა მოახდინა პროექტირება და სამუშაოების წარმოება.
ქარელის მუნიციპალიტეტში სულ 35 საჯარო სკოლაა. რუისის #3 ძლევიჯვრისა და დირბის საჯარო სკოლების გარდა ბუნებრივი აირით ქარელის #1, #2 და აგარის სკოლები სარგებლობენ. დანარჩენ სკოლებში ჯერჯერობით შეშის ღუმელით თბებიან.