ოსი სეპარატისტები იუწყებიან, რომ ბოლო დროს საქართველოს მხრიდან "ამოუცნობი მფრინავი აპარატების მიერ" მათი ე.წ. საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტები გახშირდა. განცხადებას ამის შესახებ ე.წ. ე.წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინტრო ავრცელებს.
"სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტრო აკეთებს გაფრთხილებას იმის შესახებ, რომ ნებისნიერი საფრენი აპარატი, რომელიც ამის შემდეგ რესპუბლიკის საჰაერო საზღვრებს გადალახავს გაფრთხილების გარეშე განადგურდება", _ ნათქვამია განცხადებაში.