ბათუმში ქარმა საცხოვრებელი კორპუსის მე-10 სართული ჩამოანგრია. ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. შემთხვევა ლუკა ასათიანის 10 ნომერში მოხდა.
ახლომდებარე კორპუსებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით მათი უსაფრთხოება დაცული არ არის. ასათიანის ქუჩაზე ეს ნგრევის მეორე შემთხვევაა - რამდენიმე თვის წინ ქარიშხლის შედეგად ამავე კორპუსის 2 სართული ჩამოინგრა.
მოსახლეობა ბათუმის ვიცემერმა მოინახულა. დაზიანებულ კორპუსს სავარაუდოდ დემონტაჟი ჩაუტარდება.