სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. ცესკოს ხელმძღვანელის, ბათალ ტაბაღუას ინფორმაციით, აფხაზეთის ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნები 35 საარჩევნო ოლქში ანუ 186 საარჩევნო უბანში გაიმართება. ეს განცხადება ტაბაღუამ დღეს სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"ყველა საარჩევნო უბანი და საოლქო კომისია ჯერ კიდვ 2007 წელს ჩამოყალიბდა. თუმცა ამ დროის განმავლობაში მრავალი მათგანი შემცირდა. კერძოდ სამხედრო ნაწილებში, ამიტომ 189 უბნიდან 186 დარჩა", - განაცხადა ტაბაღუამ.