სეპარატისრული აფხაზეთის ე. წ. ცესკოს თავმჯდომარე ბათალ ტაბაღუა მიიჩნევს, რომ აფხაზეთის ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა რაოდენობა 129,3 ათას ადამიანზე მეტი არ იქნება.
სეპარატისრული აფხაზეთის შს სამინისტროს საპასპორტო სავიზო განხყოფილების ინფორმაციით, აფხაზეთში უკვე გაცემულია 141 ათასზე მეტი აფხაზეთის ე. წ. მოქალაქეობის დამადასტრურებელი პასპორტი.
ტაბაღუას ინფორმაციით, ამ დღეებში მიდის იმ ადამიანების გვარების გადამოწმება, რომლებსაც არჩევნების დღისთვის 18 წელი ჯერ არEშესრულებიათ. აფხაზური ე. წ. კანონმდებლობის თანახმად, საპრეზიდენტო არჩენებში მონაწილეობის უფლება 18 წლის მოქალაქეებს აქვთ.