ბრიუსელთან ახლოს ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა. დაღუპულია 20 მგზავრი. ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" იუწყება.
ბელგიის რკინიგზის წარმომადგენლის ანე ვოინეტის განცხადებით, შემთხვევა კვირას, ადგილობრივი დროით 08:30 საათზე მოხდა.
შეჯახების მიზეზები დგინდება. მატარებლით ძირითადად ქალაქ ხალეს მცხოვრებლები მგაზვრობდნენ, რომლებიც ბრიუსელში მიემგზავრებოდნენ.