ნატო-ს ჯარებმა ავღანეთში ოპერაციის დროს, შემთხვევით 12 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. ამის შესახებ "გარდიანი" იუწყება.
გამოცემაში ნათქვამია, რომ ნატოს ჯარების მიერ ნასროლი რაკეტა მეამბოხეების ნაცვლად მშვიდობიანი მოსახლეობის თავშესაფარს მოხვდა. ტრაგიკული შემთხვევა ავღანეთის რაიონ ნად ალში დაფიქსირდა. "გარდიანის" ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე, ბრიტანეთის ჯარები პატრულირებენ.
ინციდენტს უკვე გამოეხმაურა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი და განაცხადა, რომ რაკეტები, რომლებმაც მშვიდობიანი ავღანელების სიცოცხლე იმსხვერპლა, აშშ-ს სამხედრო ძალებს ეკუთვნოდა და პასუხისმგებლობაც მათ ეკისრებათ.