სეპარატისტულ აფხაზეთში, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერ სერგეი ბაღაფშის განკარგულებით, ე. წ. სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახური შეიქმნა. აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელად გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ არშბა დაინიშნა.
ბაღაფშის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული სამსახური შეიქმნა "აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვისთვის, მიგრაციული პროცესების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტურობის ამაღლებისთვის, ურთიერთობების დარეგულირების სფეროში თანამედროვე სამართლებრივი ბაზის შექმნისთვის, რომელიც დაკავშირებულია აფხაზეთიდან და აფხაზეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების შესვლა-გამოსვლასთან დაკავშირებული საკითხების გამო".