"რეგიონების პარტიის" ლიდერი ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელმაც უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვება მოიპოვა, ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე უკვე ჩამოყალიბებულია.
ამის შესახებ იანუკოვიჩმა რუსულ ტელეარხთან საუბრისას განაცხადა.
"ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა უკვე არსებობს, მაგრამ მის ვინაობას ინაუგურაციის შემდეგ დავასახელებ", - განაცხადა იანუკოვიჩმა.
მისივე განმარტებით, ქვეყნის მოქმედ პრემიერსა და საპრეზიდენტო არჩევნებზე მის კონკურენტ იულია ტიმოშენკოს არავითარი შანსი არ აქვს ეს პოსტი შეინარჩუნოს.
შეგახსენებთ, რომ იანუკოვიჩმა გასულ კვირას ტიმოშენკოს პირადად მოუწოდა უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადამდგარიყო.
იანუკოვიჩის ინაუგურაციის თარიღი მომავალ კვირას გახდება ცნობილი.