ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა კონკრეტული შედეგებით დასრულდა.
ოსური მხარე ავრცელებდა ინფორმაციას, რომ პირველი ნოემბრიდან ახალგორთან ე. წ. საზღვარს დაკეტავდა. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ საზღვარი აღარ დაიკეტება.
დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე იმ 6 ქართველის საკითხს, რომელიც ორი თვის წინ ოსებმა ლამისყანაში უკანონო ხე-ტყის ჭრის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულებს ოსურმა მხარემ კონტრაბანდის ბრალდება მოუხსნა და მათ ბრალად ადმინისტრაციული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ედებათ.
ქართულმა მხარემ მიიღო თანხმობა, რომ იმ ადგილებთან ახლოს, სადაც რუსების საგუშაგოებია განთავსებული, ტერიტორიების განაღმვა დაიწყება.