აღმოსავლური სამყარო ჩინური კალენდრით ახალი წლის დადგომას აღნიშნავს.
ვეფხვის წელიწადი, ასტროლოგთა პროგნოზით, მატერიალური კეთილდღეობის მომტანი უნდა იყოს.
წვიმის მიუხედავად, პეკინის ისტორიულ ბუდისტურ ტაძართან, რომელიც 1224 წელს მონღოლი მმართველის, ჩინგის ხანის პერიოდშია აგებული, წუხელ ათასობით მნახველი შეიკრიბა.
ახალი წელიწადი, რომელიც ჩინეთში "გაზაფხულის ფესტივალის" სახელითაა ცნობილი, ხალხური შემოქმედების მუდმივი მუზაა. წელსაც, ტრადიციისამებრ, "გაფახლის ფესტივალი" ჩინეთის ქალაქის ქუჩებში მოცაკვავე დრაკონებითა და ლომებით აღნიშნეს.