პაკისტანის ერთ-ერთი პროვინციის ბაზარში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.
ტერაქტს, ადგილობრივი წყაროების თანახმად, სამი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ათობით დაშავდა.
თვითმხილველებმა საეჭვო პირი მაშინვე დააკავეს და პოლიციას გადასცეს.
პაკისტანში ბოლო დროს გახშირებულ ძალადობაში თალიბებს ადანაშაულებენ, რომელთა ლიდერი, შარშან აგვისტოში საჰაერო თავდასხმის დროს დაიღუპა.