აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ჰორმუზის სრუტე ნაღმებისგან სრულად გაწმინდეს.
ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა.
ტრამპის თქმით, აშშ-ის საზღვაო ძალებმა მას აცნობეს, რომ ჰორმუზის სრუტის საერთაშორისო წყლებში არსებული ყველა ნაღმი ამოღებულია ან აფეთქებულია.
„ირანს ეცნობა, რომ ნებისმიერი გემი ან კატარღა, რომელიც ახალ ნაღმებს განათავსებს, დაუყოვნებლივ და გამონაკლისის გარეშე განადგურდება“, - დაწერა ტრამპმა.
მისივე განცხადებით, აშშ-ის კოსმოსური ძალების დახმარებით ვაშინგტონი სრუტის „ყოველ კვადრატულ დიუმს“ აკვირდება. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ „ნაღმების განთავსების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა სრულად მოქმედებს.
„კოსმოსური ძალების მეშვეობით ვაკვირდებით სრუტის ყოველ კვადრატულ ინჩს, ისევე როგორც პიკაქსის მთას და უკვე განადგურებულ სამ სხვა ბირთვულ ობიექტს. ნაღმების განთავსების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა სრული ძალით მოქმედებს“, - აცხადებს ტრამპი.