ავღანეთში, ნატოს პირველი შემტევი ოპერაცია წარმატებით დასრულდა.
კოალიციური ჯარების სარდლობის განცხადებით, დაახლოებით 14 ათასმა ჯარისკაცმა თითქმის 24-საათის განმავლობაში შესძლო ქალაქ მარჯას აღება, სადაც თალიბები იყვნენ გამაგრებულნი.
საბრძოლო მოქმედები ამჟერად ქუჩებში მიმდინარეობს.
ოპერაციის დასრულების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით გაურკვეველია, მაგრამ საერთაშორისო ჯარების სარდლობის განცხადებით, ისინი მზად არიან უმოკლეს ვადაში აღადგინონ ქალაქი.