უკრაინის მოქმედი პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტობის კანდიდატი იულია ტიმოშენკო ვიქტორ იანუკოვიჩს პრეზიდენტად არ აღიარებს, არჩევნების შედეგებს კი არა ქუჩაში, არამედ სამართლებრივად გააპროტესტებს.
ამის შესახებ იულია ტიმოშენკომ არჩევნების შემდეგ გაკეთებულ პირველ ტელემიმართვაში განაცხადა.
"დღეს დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინაში არჩევნები გაყალბდა და ეს არ არის პოლიტიკური განცხადება. ეს არის იურისტების მკვეთრი სამართლებრივი შეფასება. არჩევნების შედეგების არგასაჩივრება ნიშნავს უკრაინის კრიმინალებისთვის დათმობას ყოველგვარი ბრძოლის გარეშე. მე არ მინდა "მაიდანის" გამეორებისკენ მოწოდება და არ დავუშვებ საჯარო, საპროტესტო გამოსვლებსაც. უკრაინას სჭირდება სტაბილურობა და სიმშვიდე, როგორც არასდროს, ამიტომაც ვიმოქმედებთ, მხოლოდ სამართლებრივად", - განაცხადა იულია ტიმოშენკომ.
მისივე განმარტებით, "იანუკოვი ხალხიდ პრეზიდენტი არ არის და რაც არ უნდა მოხდეს მომავალში, ის არასდროს გახდება ლეგიტიმურად არჩეული პირველი პირი".
შეგახსენებთ, რომ იულია ტიმოშენკო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობდა. უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, მას პრეზიდენტობის მეორე კანდიდატმა - ვიქტორ იანუკოვიჩმა 3 %-ით მოუგო.