ქართველი სპორტსმენის გარდაცვალების გამო სამძიმრის განცხადებას შეერთებული შტატების მთავრობაც ავრცელებს.
სახელმწიფო დეპარტამენტმა სპეციალური განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა და მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა.
"შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი იზიარებს ქართველი ხალხის მწუხარებას ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალების გამო. სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს და ახლობლებს. ამერიკის შეერთებული შტატები ამ მძიმე წუთებში საქართველოს გვერდით დგას და მასთან ერთად გლოვობს დიდი ოლიმპიელი ათლეტის გარდაცვალებას", - ნათქვამია აშშ-ის სახელმწოფო დეპარტამენტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის ქართველი სპორტსმენი, მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი კანადაში, ქალაქ ვანკუვერში, ზამთრის ოლიმპიადის წინა შესარჩევი გარბენის დროს დაიღუპა.