სპეციალისტებმა Google Earth სატელიტურ რუქაზე იდუმალი ნაგებობა აღმოაჩინეს, რომელიც ჩინეთის უდაბნოში მდებარეობს. ექსპერტები ცდილობენ გაერკვნენ მათ დანიშნულებაში. განიხილება ვერსია, რომ უცნაური ნაგებობა საიდუმლო სამხედრო დანიშნულების ობიექტს წარმოადგენს.
უცნაური კომპლექსი, რომელიც დასავლეთ ჩინეთის ახლოს ქალაქ კაშგართან მდებარეობს, ცსს ყოფილმა აგენტმა ალენ ტომსონმა აღმოაჩინა, რომელმაც ადრე შეძლო Google-ს რუქაზე ირანში განლაგებული სარაკეტო ცენტრი ეპოვა.
უზარმაზარი კომპლექსი შედგება რამდენიმე დიდი შენობისგან, მათ შორის ნალის ფორმის დიდი შენობისგან. ზოგიერთი შენობის სიგრძე 160 მეტრს აღემატება.
თავად ალენ ტომსონი კომპლექსის დანიშნულებას ვერ ხსნის.
"მე,წარმოდგენა არ მაქვს რა შეიძლება იყოს, მაგრამ ეს საკმაოდ დიდი და არცთუ სულელური კონსტრუქციაა და ის სავარაუდოდ, სწრაფ ტემპპებში აშენდა", - აცხადებს ტომსონი. ტომსონის აღმოჩენა ბოლო დროს მოარულ ხმებს დაემთხვა იმის თაობაზე, რომ ჩინეთი ფიქრობს ანტისატელიტური სისტემა შექმნას. ამან კიდევ მეტი სენსაცია შესძინა უდაბნოს აღმოჩენას.
Space-ს ინფორმაციით შესაძლებელია ეს იყოს გიგანტური კომპლექსის შემადგენელი ნაწილის - გიგანტური ანტენის მშენებლობა ქალაქ კაშგარში, რომელიც მზის სისტემის შესწავლას ემსახურება. მაგრამ, არსებობს იდუმალი ნაგებობის დანიშნულების უფრო პროზაული ვერსია. ზოგიერთი ესპერტი თვლის, რომ კომპლექსი ყველაზე ჩვეულებრივ ქარხანას ან საწყობს წარმოადგენს. მტკიცებულების სახით სპეციალისტები ასახელებენ იმას, რომ ჩინეთის სინცზიან-უინგურის რეგიოპნში სადაც ქალაქი კაშგარი მდებარეობს განსაკუთრებული ტიპის ეკონომიკურ ზონას წარმოადგენს.
დღეისათვის უდაბნოში სხვადასხვა საწარმოების და ინფრასტრუქტურის მაშტაბური მშენებლობა მიმდინარეობს. უცნაური კომპლექსი აეროპორტისა და სარკინიგზო ხაზის ახლოს მდებარეობს, რაც შესაძლებელს ხდის იმის ვარაუდს,რომ ეს სამრეწველო დანიშნულების ობიექტია. ექსპერტების აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩინეთის ხელისუფლება დასახლებულ პუნქტან ახლოს დაიწყებდა საიდუმლო ობიექტის განთავსებას.