ალაბამას უნივერსიტეტში ქალმა 3 ადამიანი მოკლა. ამის შესახებ "გარდიანი" იუწყება. პოლიციის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვმია, რომ ბიოლოგიის დეპარტამენტში ატეხილი სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა, მათ შორის ორის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.'დამნაშავე ქალი, რომელიც ადგილობრივების განცხადებით უნივერსიტეტში მუშაობდა, უკვე დაკავებულია.
პოლიცია სხვა საქმის დეტალებს არ ახმაურებს, თუმცა მომსახურე პერსონალის განცხადებით, უნივერსიტეტმა დამნაშავეს ხელშეკრულება შეუწყვიტა და სამსახურიდან დაითხოვა. მათი ვერსიით სწორედ ეს გახდა მკვლელობების მოტივი.