,,გუშინდელი საღამო უცხოელი მეგობრებისა და არაკეთილმოსურნეებისთვის კარგი სიგნალი იყო", _განაცხადა საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტებთან ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა საპატრიარქოში გამართული მიღების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ კოჰაბიტაციის პროცესი რთულად მიმდინარეობს.
,,გუშინდელი საღამო კარგი იყო საქართველოს მოქალაქეებისთვის და კარგი სიგნალი იყო უცხოელი მეგობრებისა და არაკეთილმოსურნეებისთვის ვინც ფიქრობდა, რომ საქართველოში პროცესები კონსტრუქციულად არ წარიმართებოდა. კოჰაბიტაცია მიმდინარეობს, მიმდინარეობს რთულად, მაგრამ კარგია, რომ მიმდინარეობს და ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს", _განაცხადა ჟურნალისტებთან მიხეილ მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოში საახალწლო მიღება გაიმართა, რომელსაც მსოფლიო პატრიარქთან ერთად, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.