ბულგარეთი თანახმაა ამერიკული ანტისარაკეტო ფარისაკუთარ ტერიტორიაზე განათავსოს
. ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.
ბულგარეთის პრემიერ მინისტრის, ბოიკო ბორისოვის განცხადებით, ბულგარეთი ხსენებულ ინიციატივას ევროკომისიასა და ბულგარეთის პარლამენტთან ერთად განიხილავს.
"ჩვენ დაველოდებით ორი უწყების შეფასებას - ევროკომისიის და ბუგარეთის პარლამენტის. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ქვვეყანა ევროკავშირის წევრია მსგავსი მასშტაბის გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მივიღებთ. ჩემი აზრით, ბულგარეთმა ეს ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადადგას. თუ გინდა, რომ ნატო-ს წევრი იყო, უნდა შეიტანო შენი წვლილი მსოფლიო უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით", - აღნიშნა ბორისოვმა.
შეგახსენებთ, რომ ბულგარეთი რუმინეთის შემდეგ მეორე ქვეყანაა, რომელმაც ამერიკული რაკეტების საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე განთავსების სურვილი გამოთქვა.