14 იანვარს,18:00 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ხელთნაკეთი ბარათების გამოფენა გაიხსნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა მასალით შექმნილი 50-მდე ექსკლუზიური ნამუშევარი. ანუნა ბუკიას საახალწლო და სადღესასწაულო მოტივებზე შექმნილი კომპოზიციები შევსებულია მაკო ჯაოშვილის ლექსების ნაწყვეტებით -ავტორისეული კალიგრაფიით. გამოფენის მსვლელობისას ავტორები დამთვალიერებლებთან ერთად "გიგანტურ" ბარათს დაამზადებენ. მასზე საკუთარი ავტოგრაფისა და გზავნილის დატოვება შეეძლება ნებისმიერ მსურველს. ბარათი, პოზიტიური ფრაზებით, საგამომცემლო სახლ "პალიტრა L " ის მიერ საჩუქრად გადმოცემულ წიგნებთან ერთად კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ახალგაზრდებს გაეგზავნებათ.